weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

15 მაისის შტაბის შექმნა და მანდატების გაუქმების მოთხოვნა | ოპოზიციის გეგმები

18:22 შაბათი, 03 აპრილი 2021

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. როგორც „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით რეგიონებში გასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა იგეგმება.

„ჩამოყალიბდება 15 მაისის შტაბი. ყველა ლიდერი გადავინაწილებთ რეგიონებს. ალბათ 2-2, 3-3, უფრო სასურველია, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და ვიაროთ რეგიონებში, შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს.

იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის კოვიდის თვალსაზრისითაც და ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებს დავინახავთ თბილისის ქუჩებში“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შეხევდრაზე „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პრტიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიმართონ პარლამენტს და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვონ.

„ჩემი აზრით, ყველა ვისც გვაქვს მანდატები, კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ პარლამენტს ამ მანდატების გაუქმებაზე. მე ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს მართლა, სერიოზულად და მგონია, რომ გასაკეთებელია. მათ კიდევ ერთხელ დააყენონ კენჭისყრაზე და კიდევ ერთხელ არ შეგვიწყვიტონ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნებაზე“ დარტყმები იქნება უფრო აქტიური, რათა „უსამართლობის პირამიდა რაც შეიძლება მალე ჩამოიშალოს“.

„დარტყმებში იგულისხმება სანქციების მოთხოვნა პერსონალურად ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განმეორებით განცხადებების შეტანა და ყველა ის ღონისძიება, რაც მოგუდავს რეჟიმს, რომელსაც უნდა, ქვეყანა შეიწიროს, მაგრამ ამის უფლებას მას არავინ მისცემს“, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

30 მარტს უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. დანიელსონის მიერ შეთავაზებულ წინადადებას სრულად არცერთი მხარე არ დათანხმდა. ოპოზიცია ითხოვს, რომ დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც აისახოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]