weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კვირას არჩევნები რომ ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 35% მისცემდა ხმას, ენმ-ს - 18% – IRI

22:45 ორშაბათი, 05 აპრილი 2021

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ახალი კვლევის თანახმად, არჩევნები მომდევნო კვირას რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35% ხმას „ქართულ ოცნებას“, 18% კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა.

გამოკითხულთა 3-3%-მა „ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაასახელეს, ხოლო 2-2%-მა – „გირჩი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“ და „მოქალაქეები“. „ლელოს“ ხმას გამოკითხულთა 1% მისცემდა. ჩამოთვლილ ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 33% აქვთ.

კვლევის მიხედვით, მომდევნო კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 10% არცერთ პარტიას მისცემდა ხმას, 5% ბიულეტენს გააფუჭებდა. გამოკითხულთა 15%-მა არ გასცა კითხვაზე პასუხი/განაცხადა, რომ არ იცის.

კვლევა ჩატარდა IRI-ის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%-ს. კვლევა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

 

ამ თემაზე:

IRI-ის კვლევით, პოლიტიკოსებს შორის ყველაზე რეიტინგული გიორგი გახარიაა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]