საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
„განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. საბჭო უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.
მათივე ცნობით, ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი განვითარების და რეფორმების საბჭომ მთავრობას 31 მაისამდე უნდა წარუდგინოს.