weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კორონავირუსის მესამე ტალღა ჩვენკენ მოექანება – „ქართული ოცნების“ დეპუტატი

13:09 სამშაბათი, 06 აპრილი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატის და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღა საქართველოსკენ მოექანება და სჯობს, არსებული წესები, მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი ყველამ დაიცვას.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოში ვრცელდება ტყუილი, თითქოს, „კომენდანტის საათი“ და შეზღუდვები ქართული გამოგონება იყოს.

„გადახედონ ევროკავშირის წამყვან წევრ ქვეყნებს, თითქმის ყველგან მოქმედებს კომენდანტის საათი და შეზღუდვა. ეს მესამე ტალღა ჩვენკენ მოექანება. ჩვენთანაც არ არის გამორიცხული, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დაცული ყველა შეზღუდვა, ეს მესამე ტალღა მოვიდეს და შემდეგ უკვე ყველა დაიწყებს ვაი-ვიშვიშს. ამიტომ, ჯობია, რომ აქედანვე სერიოზულად მოიქცეს ყველა და დაემორჩილოს არსებულ წესებს“, – ამბობს დეპუტატი.

დღეს, 6 აპრილს, დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 24 592 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, სადაც ვირუსი 463 ადამიანს დაუდასტურდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსით 5580 ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან 1892 საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]