weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

რატომ არ აიცრა პრემიერი კორონავირუსზე – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

14:15 სამშაბათი, 06 აპრილი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა რატომ არ აიცრა „კოვიდ 19“–ის საწინააღმდეგოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ახლახანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, ღარიბაშვილი არცერთ პრიორიტეტულ ჯგუფს არ მიეკუთვნება და მისი აცხრა მხოლოდ ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

„ვაქცინაციის გეგმა უპირატესობას არ ანიჭებს არცერთ სახელმწიფო მოღვაწეს და მათ შორის, ქვეყნის ხელმძღვანელს ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეობისთვის. ამდენად, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ პრიორიტეტულობა, რიგითობა და სამართლიანობა ვაქცინების განაწილებაში.

გამომდინარე აქედან, არც ყოფილა იმაზე საუბარი, რომ რომელიმე მაღალი თანამდებობის მქონე პირი მაგალითის მიცემისთვის აცრილიყო, რადგან ეს არ შედის გეგმის პრიორიტეტებში. ამდენად, პიარული აქციის სახე მიეცემოდა ამ ყველაფერს და არც დასმულა საკითხი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გაბუნიამ.

კითხვას – რატომ აიცრა პრეზიდენტი, თამარ გაბუნიამ უპასუხა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ვაქცინაცია, პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით, რეკომენდირებული იყო: „ეს უბრალოდ გამოყენებული იქნა მეტი ნდობისა და მოსახლეობის მოზიდვის თვალსაზრისით“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანა ვაქცინაციის ადრეულ ეტაპზეა და მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]