weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ლელო“ გუბერნატორების ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვს

17:04 შაბათი, 10 აპრილი 2021

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვს. როგორც პარტიის წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, საქართველოს კანონმდებლობით გუბერნატორებს არავითარი რეალური ფუნქცია არ აქვთ იმისთვის, რომ საკუთარი არსებობა და ხარჯები გაამართლონ.

„რეალურად, გუბერნატორი წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დასმულ პირს, რომელიც ადგილზე მომგვარებლის ფუნქციას ასრულებს, ზრდის კორუფციის რისკებს და სერიოზულად უშლის ხელს რეალურ, არჩეულ თვითმმართველობას“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

მისივე თქმით, გუბერნატორისა და მისი ადმინისტრაციის შენახვაზე ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება, მაშინ, როდესაც ეკონომიკური კრიზისია და ქვეყანა საერთაშორისო ვალებს იღებს.  

„ამ მართლა უფუნქციო ინსტიტუტის მხოლოდ ხელფასებზე დახარჯული იქნა 4 300 000 ლარი. გადასახადის გადამხდელებს 300 ათასი ლარი უჯდებათ ამ ადამიანების ავტომობილების შეძენა და ავტომომსახურება.

ჩვენმა რწმუნებულებმა ნახევარი მილიონი ლარის საწვავი დახარჯეს შარშან, პანდემიურ წელს გადაადგილებაში, 70 ათას ლარამდე პრემიები გაიცა სახელმწიფო რწმუნებულების მიერ. 2020 წელს რწმუნებულების ინსტიტუტში უფრო მეტი დავხარჯეთ, ვიდრე 2019 წელს გვქონდა დახარჯული. იმის ნაცვლად, რომ საერთაშორისო ვალის პირობებში, ბიუჯეტის და ბიუროკრატიის ხარჯი შევამციროთ, მას ვზრდით“, – აღნიშნა „ლელოს“ წარმომადგენელმა.

თაზო დათუნაშვილის განცხადებით, სახელმწიფო-რწმუნებულის ინსტიტუტის, როგორც ზედმეტი რგოლის, გაუქმება დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მისივე თქმით, ის ხარჯები, რომლის ოპტიმიზაციაც გაუქმების შედეგად მოხდება, უნდა მოხმარდეს პოსტპანდემიური ეკონომიკის გამოცოცხლებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]