weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლოში მელიას პროცესი მიმდინარეობს – ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ

11:40 სამშაბათი, 13 აპრილი 2021
ფოტო © ipn (არქივიდან) ფოტო © ipn (არქივიდან)

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დაცვის მხარე მელიას სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

კონდახაშვილის თქმით, მათი პოზიციაა, რომ ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და მასთან მიმართებით უნდა გაუქმდეს ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება.

„იგი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან. არავითარი რისკი იმისა, რომ ნიკა მელია მიიმალება, ან ჩაიდენს რაიმე დანაშაულს, არ არსებობს. ამიტომაც ჩვენი პოზიციაა, ნიკა მელიას მიმართ უნდა გაუქმდეს ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიება.

მოლოდინი იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან, ნამდვილად არ მაქვს“, – თქვა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

სასამართლო პროცესს ესწრება თავად ბრალდებული – ნიკა მელია. ასევე, სასამართლო დარბაზში იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის, გიგი უგულავა, კობა ნაყოფია, კახა კუკავა, ანზორ ბიწაძე, დავით ბერძენიშვილი, ეკა ხერხეულიძე და აკაკი ბობოხიძე.

ნიკა მელია 23 თებერვალს, პარტიის ცენტრალურ ოფისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მანამდე, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით იმ მოტივით მიმართა, რომ ნიკა მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40 000 ლარის გადახდაზე უარი თქვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]