weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გიორგი გახარია პარტიას ქმნის და „ქართული ოცნების“ 6 დეპუტატი მასთან გადადის

12:49 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021
ფოტოზე - გიორგი ხოჯევანიშვილი ფოტოზე - გიორგი ხოჯევანიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა პარტია დატოვეს. როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდებიან.

„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი, ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები“, – განაცხადა გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობენ და ამიტომაც იწყებენ ახალი გუნდის შენებას.

„ჩვენ ვიყავით „ქართული ოცნების“ წევრები და შესაბამისად, ვიზიარებთ იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ პასუხიმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს. ჩვენი ქვეყანა დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მოქალაქეებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე და ეს ის პრობლემებია, სწორედ, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს და მოსახლეობას აინტერესებს და არა ის დაუსრულებელი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების“, – განმარტა ხოჯევანიშვილმა.

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა მედიასთან განმარტეს, რომ სამომავლო გეგმებზე მათი ახალი გუნდის ლიდერთან, გიორგი გახარიასთან ერთად ისაუბრებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]