weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლეიბორისტები ნამახვანჰესის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებენ

00:44 პარასკევი, 16 აპრილი 2021

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ნამახვანჰესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ლეიბორისტებს“ მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობასა და ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომელიც გარემოს დაცვის უფლებას ეხება.

„ვითხოვთ ყველა კონტაქტის და ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც დაიდო ამ ე.წ. კომპანიასთან და რომელიც არის ადამიანის უფლების ხელყოფა, რათა იცხოვროს ეკოლოგიურად ჯანმრთელ გარემოში და მიიღოს მონაწილეობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტაში.

კონსტიტუციის ყველა ეს მუხლი, აღნიშნული კონტრაქტში დარღვეულია. მინდა იცოდეს მთელმა საქართველომ, რომ ნამახვანჰესის, ისე როგორც სხვა ჰესები ჭოროხზე, აჭარის წყალზე, პანკისში, ენგურზე, არაგვზე, თერგზე არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საკუთრება. არავითარი თურქი, ნორვეგიელი და კორეელი, არაფერ შუაში გახლავთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ სოლიდარობას უცხადებს „რიონის გადასარჩენად დაძრულ დიდ სახალხო ლაშქარს“.

„ხალხი ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს. რეჟიმის შეცვლისთანავე, რაც ძალიან მალე მოხდება, საქართველოში სამუდამოდ აიკრძალება მეგა და გიგანტური ჰესების მშენებლობა, ხოლო ნამახვანჰესის ავტორები და ინიციატორები ჩადენილი ქმედებებისთვის, აგებენ პასუხს სამართლისა და ერის წინაშე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მისი მხარდამჭერები თითქმის ექვსი თვეა უწყვეტი პროტესტის რეჟიმში ეწინააღმდეგებიან რიონი ხეობაში ნამახვანჰესის აშენებას. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ „ენკა ინიუებლზმა“ ხეობა დატოვოს. უწყვეტი საპროტესტო აქციების პარალელურად, რიონის ხეობის მცხოვრებლებს, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვები სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. სასამართლოსთვის მიმართვიდან ერთ წელი უკვე გავიდა, თუმცა არცერთი სხდომა არ ჩატარებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]