weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თუ პროექტი სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება არ შესრულდება – ბარნაბიშვილი

07:37 პარასკევი, 16 აპრილი 2021

„ეს კომუნიკაცია იყო საჭირო და აუცილებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა, ქუთაისში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის შემდეგ.

ბარნაბიშვილის შეფასებით, შეხვედრა კონსტრუქციული იყო.

„აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული იყო რიგი საკითხები, რომლებიც მათ აწუხებთ. ამას სჭირდება კონკრეტული სპეციალისტების ახსნა-განმარტება. მე მათ აღვუთქვი, რომ მათი ინტერესი, მათი ყველა კითხვა იქნება დაკმაყოფილებული. ამ კითხვებს ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან.

ასევე, იყო ჩემი მხრიდან შეთავაზება და აქციის მონაწილეების მხრიდან თანხმობა, რომ მათი ჩართულობა ამ პროცესებში მაქსიმალური იქნება. მათი მხრიდან იყო კონკრეტული წინადადებები და მოთხოვნები, რომლებიც საჭიროებენ ასევე ჩამოყალიბებას. მე მათ აღვუთქვი მათთან პასუხებით დაბრუნება. პრემიერს აქვს კოვიდი და როდესაც შეძლებს, აქტიურად ჩაერთვება ამ მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

შეკითხვაზე – განიხილება თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერება, ბარნაბიშვილმა უპასუხა:

„საკითხი იდგა შემდეგნაირად და მე დავუფიქსირე ჩვენი, მთავრობის პოზიცია – ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, იქნება ეს ჰესების მშენებლობა, თუ სხვა პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერსებს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული, მაგრამ ეს იყო ჰიპოთეტური შეკითხვა მათი მხრიდან და მიიღეს ანალოგიური პასუხი“.

რაც შეეხება, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერების პოზიციას, მათი თქმით, დიალოგი იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ დაკმაყოფილდება მათი სამი მოთხოვნა: ხებიდან გამოვა პოლიცია და აიღებენ გუმათში აღმართულ რკინის კედელს, შეწყდება ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, აქციის მონაწილეები დაბრუნდებიან და კარვებს დადგამენ ნამოხვანში. როგორც ვარლამ გოლეთიანმა განმარტა, დიალოგის შემდეგ ეტაპზე იქნება განხილული მათთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი, მათ შორის, „ენკა რინიუებლზთან“ დადებული ხელშეკრულება და კომპანიისთვის მიწების გადაცემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]