weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

19 აპრილიდან „გირჩი“ პარლამენტის შენობაში შევა, თუმცა საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვება

16:52 პარასკევი, 16 აპრილი 2021

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ორშაბათიდან, 19 აპრილიდან გირჩიპარლამენტში შევა, თუმცა საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ხვიჩიას თქმით, ისინი სხდომათა დარბაზის გარეთ იქნებიან და დანარჩენ ოპოზიციონერებს იქ დაელოდებიან, რათა ერთად შევიდნენ შიგნით.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, „გირჩი“ ხუთ მანდატს მოიპოვებდა. ამ საფუძვლით, ორშაბათს, პარლამენტის შენობაში ხვიაჩიას გარდა, შევა კიდევ ოთხი ადამიანი – ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია.

იაგო ხვიჩიას თქმით, პარლამენტში შედიან იმის გამო, რომ ფიქრობენ, იქიდან უფრო მეტად მიაწვდნენ ხალხს ხმას.

„ორშაბათიდან ჩვენ ვიქნებით პარლამენტის შენობაში, მაგრამ არ ავიღებთ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას სესიებში, კომისიების და კომიტეტების სხდომებში, არცერთ მივლინებაში, არცერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განვახორციელებთ არცერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

საქართველოს პარლამენტის წევრისთვის გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ – პარლამემნტის წევრის იმუნიტეტს, იარაღის ტარების უფლებას, ასევე გამოვიყენებთ პარლამენტის პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

„გირჩი“ იმ შემთხვევაში ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, თუ „ქართული ოცნება“ შვიდი მოთხოვნიდან ერთს მაინც დააკმაყოფილებს. „გირჩის“ მიერ დაყენებული ეს შვიდი საკითხია: ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით ჩატარება; კერძო საშუალო განათლების (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლება სახელმწიფო რეგულირებებისგან; რაიონული პოლიციის შერიფების პირდაპირი წესით არჩევა; პირველი ინსტანციის მოსამართლეების პირდაპირი წესით ხალხის მიერ არჩევა და ბრალდებულს უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული; ქვეყანაში მულტისავალუტო რეჟიმის დაშვება; რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად; მარიხუანის სრული ლეგალიზება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შედეგად, „გირჩმა“ ოთხი საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. ეს მანდატები პარტიული სიის პირველ ოთხეულზე უნდა გადანაწილებულიყო, რომელშიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი შედიოდნენ. ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩი“ დატოვა და საპარლამენტო მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]