weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზურაბ ჯაფარიძე შეთანხმების ტექსტს ხელს მოაწერს

17:18 ორშაბათი, 19 აპრილი 2021

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელს მოაწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტს.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, შეთანხმების ტექსტს ხელს სამი რამის გამო აწერს, კერძოდ, ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები, ითვალისწინებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების აზრს და არის შანსი, რომ შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩარატდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, „რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა“.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძეს არ სჯერა, რომ ამ დოკუმენტით კრიზისი განიმუხტება.

„არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო, მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე, პოლიტიკური დევნა დასრულდება, ივანიშვილი და „ოცნება“ ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე და მადლობას უხდის საქართველოს ყველა მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართულო იყო მოლაპარაკებების პროცესში.

„არ მგონია, ბოლომდე გვქონდეს გააზრებული, რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ხელს მოაწერს, რაც პარლამენტში შესვლასაც ითვალისწინებს, ზურაბ ჯაფარიძე აპირებს, ბოლომდე მიიყვანოს დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.

„22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე. ვაპირებ ეს დავა ბოლომდე მივიყვანო. მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მოვიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

შეთანხმების ხელმოწერაზე მზადყოფნა გამოთქვეს „ქართულმა ოცნებამ“, „გირჩმა“, „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]