weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უნდა შევიდეთ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ – სააკაშვილი

13:25 სამშაბათი, 20 აპრილი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ შეთანხმებას და შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება.

როგორც სააკაშვილი თავის ვიდეომიმართვაში ამბობს, დოკუმენტი ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს და ძალიან შორსა არის იმისგან, რაც კრიზისს ბოლომდე გადაწყვეტდა, მაგრამ მასში ორი მთავარი საკითხია.

„პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტიის გმირი თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე როგორც გიორგი რურუა, ისევე როგორც უნდა შეწყდეს პოლიტპატიმრების ნაწილის მიმართ პოლიტიკური დევნა და ეს უნდა მოხდეს უპირობოდ.

ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, გაუგებარი გირაოს გარეშე, ისე, როგორც მას სურს, რადგან ის იქ იმყოფება უკანონოდ და უდანაშაულოდ.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი - შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად რეფერენდუმი დაინიშნა „ქართული ოცნების“, ესე იგი, ივანიშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორების თაობაზე, 43%-იანი ბარიერით, ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს უკვე არის დაშვება რიგგარეშე არჩევნების და რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე. ამიტომ, შემოდგომაზე იქნება რეფერენდუმი და ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი - უნდა შევიდეთ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად. უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა, დემოკრატიის ფარგლებში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „რეფერენდუმის“ წინ ჩამოვა საქართველოში, რა რისკის ფასადაც არ უნდა მოხდეს ეს: „აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი“.

შარლ მიშელის დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. გარდა ამისა, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა რეაგირება უნდა მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად ორი საქმეზე  (იგულისხმება გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეები) ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]