weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საქართველოს ევროკავშირში „ქართული ოცნება“ შეიყვანს – კობახიძე

11:19 ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში მისი პარტია შეიყვანს. ამის შესახებ კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას“ დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის. „ქართული ოცნება“ შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“, – აცხადებს კობახიძე.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, ბრიუსელში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს და ასევე, ევროპარლამენტარებს – ნაჩო სანჩეს ამორს, რიჩარდ ჩარნეცკის, მიხაელ გალერს, ანდრიუს კუბილიუსს, რასა იუკნევიჩიენეს, სვენ მიქსერს, მარინა კალიურანდს, პეტრას აუსტრევიჩიუსს, ვიოლა ფონ კრამონს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას 2024 წელს გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]