weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი მოსკოვში განიხილეს

12:12 ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021
ფოტოზე - დე ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია ფოტოზე - დე ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია

ოკუპირებული აფხზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ნერადკოს მოსკოვში შეხვდა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკაში ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილა.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, „როსავიაციაში“ გამართული შეხვედრის დროს დეტალურად განიხილეს სოხუმის აეროპორტის აეროდრომის ინფრასტრუქტურის ობიექტების რეკონსტრუქციის საპროექტო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზების საკითხი.

„ამჟამად შექმნილია რუსი და აფხაზი სპეციალისტების სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ჩამოაყალიბა საგზაო რუკა. მიმდინარეობს ობიექტის მომზადება საპროექტო-კვლევითი სამუშაოების დასაწყებად. ტარდება აეროპორტის ოპერატიული საქმიანობის ორგანიზებისთვის საჭირო აღჭურვილობის ექსპერტული შეფასება. დავიწყეთ აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება აფხაზეთის რესპუბლიკის საჰაერო კანონმდებლობის სფეროში. განიხილება საავიაციო სპეციალისტების მომზადების საკითხი“, – აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მათივე ინფორმაციით, „მხარეებმა“ დაადასტურეს ინტერესი სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცებისადმი

სოხუმის აეროპორტი, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა, 1993 წელს სამხედრო მოქმედებების გამო დაიკეტა და იქ რეგულარული ფრენები არ ხორციელდება. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება წლებია საუბრობს მის აღდგენაზე. 2019 წლის 26 ივლისს აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა დადგენილებაც მიიღო, რომლის მიხედვითაც, „ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი“ საერთაშორისო ფრენებისათვის უნდა გაიხსნას.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთი და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცე ოკუპირებული ტერიტორიაა და შესაბამისად, მასზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის წესი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]