weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მხარს დავუჭერთ მხოლოდ კონსტიტუციის დაცვით მიღებულ ამნისტიას – ნაცვლიშვილი

12:59 ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ლელო“ მხარს არ დაუჭერს ამნისტიის გავრცელებას სამართალდამცველების მხრიდან ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2019 წლის 20 ივნისს მოვლენების დროს. რაც შეეხება მსუბუქ დანაშაულებებს, ნაცვლილიშვილის თქმით, მათ ამნისტია შეიძლება შეეხოს მხოლოდ დაზარალებულთა თანხმობის არსებობის შემთხევვაში.

პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, მხარეები ვალდებულები არიან შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (იგულისხმება ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები). „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ ამნისტია ყველაზე გავრცელდეს, მათ შორის პასუხისგებაში მიცემულ სამართალდამცველებზე.

„ერთადერთი, რა საკითხზეც ჩვენ მხარს დავუჭერთ ამნისტიის განხორციელებას, არის ამნისტია საქართველოს კონსტიტიციის და ადამიანის საერთაშორისო უფლებების სრული დაცვით. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამნისტიას მხარს არ დავუჭერთ, იმიტომ, რომ შეთანხმებაში არსად არ წერია, რომ ეს შეთანმხება უნდა იდგეს საქართველოს კონსტიტუციაზე და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე მაღლა.

რაც შეეხება მსუბუქ დარღვევებს, ჩვენ ზოგადად არ ვეთანხმებით სამართალდამცველებზე ამინისტიის გავრცელებას, მაგრამ თუ საერთოდ სხვა გზა არ დარჩა, იმისთვის, რომ მივაღწიოთ ნიკა მელიას გამოშვებას, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ შედარებით მსუბუქ დარღვევებზე გავრცელდეს ამნისტია, ეს არის ის, რაც აღიარებულია ისევ და ისევ საერთაშორისო სამართლით - მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით ექნება სახელმწიფოს უფლება, ადამიანები მოყვნენ ამნისტიის ქვეშ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას ყოველგვარი პირობის გარეშე გათავისუფლებას ითხოვს. ამნისტიასთან დაკავშირებით დღეს Facebook-ზე მელიას განცხადება გავრცელდა - ის ამბობს, რომ 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია.

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია“, რომელიც 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ პირთა ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ამნისტიის გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს. საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე (იმის მიუხედავად, გამოძიება რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]