weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ლელო“ ევროპარლამენტარებს სთავაზობს, ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ

18:34 ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021

პარტია „ლელომ“ ევროპარლამენტარებს შესთავაზა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობიდან გათავისუფლდეს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ის იმედოვნებს, რომ თავდებობის მსურველი კონკრეტული ევროპარლამენტარების ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

„საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქის თავდებობა აკრძალული არ არის. ასეთი პრაქტიკა არსებობს, აქამდე ჩვენ ვსწავლობდით კანონმდებლობას და ეს შესაძლებელია. მას თავდებად ასევე დაუდგება პოლიტიკური პარტია „ლელო“ და ამით განიმუხტება დაძაბული სიტუაცია. როდესაც განცხადება გაკეთდება, ყველაფერი იქნება დამოკიდებული უწყებებზე - გამოიჩინონ კეთილი ნება და ასეთი თავდებობა მიიღონ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, მხარეები ვალდებულები არიან შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (იგულისხმება ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები).

ნიკა მელია უარს აცხადებს გირაოს გადახდის გზით საპატიმროს დატოვებაზე, ასევე მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებსაც შეეხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]