weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1271 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:36 პარასკევი, 23 აპრილი 2021

საქართველოში დღე-ღამეში ჩატარებული 28 751 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 1271 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.42%-ია, ბოლო 14 დღის – 3.75%, ხოლო ბოლო 7 დღის – 4.55%.

1271 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 781 შემთხვევა თბილისშია, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 98

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 91

იმერეთი – 71

შიდა ქართლი – 53

ქვემო ქართლი – 52

კახეთი – 48

გურია – 41

მცხეთა-მთიანეთი – 27

სამცხე-ჯავახეთი – 6

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 ადამიანი, 11 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 13 231 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 9022 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 3527 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 584 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 113 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
  • 682 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 301 535 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 284 286 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 3992 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]