weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ 3500-მდე თანამშრომელი გაიფიცა

15:36 პარასკევი, 23 აპრილი 2021

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული 3500-მდე ადამიანი გაიფიცა, რის გამოც დილიდან გაჩერებულია 13 მაღარო. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ კომპანიაში დაუდასტურეს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, გაფიცულებს შორის არიან როგორც მაღაროელები, ისე მძღოლები.

„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები ხელფასების 50%-ით გაზრდას და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან მართავენ და აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს.

„დღეს დილიდან ჭიათურაში ყველა კომპანიაში შეწყდა მუშაობა. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ხელფასების ზრდა და ჯანდაცვა. ეს გაფიცვა კანონიერია, რადგან წერილობით 21 დღის წინ მივმართეთ, ყველა რეგულაციის დაცვით. ვიმედოვნებდით, რომ იქნებოდა გამოხმაურება, მაგრამ შედეგი არ მოჰყვა. მიგვიყვანეს უკიდურეს მდგომარეობამდე“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი +“-ის ხელმძღვანელმა, ნოდარ მიქაბერიძემ „რეგინფოს“ განუცხადა, რომ ამ დროისთვის კომპანიაში შეხვედრა იწყება, რის შემდეგაც ვრცელ კომენტარს გააკეთებენ.

მაღაროელების აქციის პარალელურად, მერიის შენობასთან შეკრებილები არიან სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები. ისინი ამბობენ, რომ მადნის მოპოვების გამო საცხოვრებელი სახლები ენგრევათ და ამიტომ კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვენ. შუქრუთელების თქმით, მიწის ქვეშ სამუშაოები მათი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. 

 

ამ თემაზე:

შუქრუთის გოდება - რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც მიწას ჩააქვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]