weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგება და მას კუჭავა შეცვლის

15:40 შაბათი, 24 აპრილი 2021

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან დღეს, უმრავლესობის სხომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი გადადგომა მართებული იქნება საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის.

„იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება.

შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას, ხოლო თავმჯდომარის თანამდებობაზე „ქართული ოცნება“ კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.

როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, თალაკვაძის ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, თუ რამდენად სწორად ხედავს ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და პარლამენტის განვითარებას.

„ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა კუჭავამ.

ოპოზიციურმა პარტიებმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას და ამით თანხმობა განაცხადეს დეპუტატის უფლებამოსილების შესრულებაზე. ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლა 27 აპრილს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]