weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოპოზიცია აცხადებს, რომ ამნისტიის კანონი „ჯალათებზე“ არ გავრცელდება

10:55 ორშაბათი, 26 აპრილი 2021

ქართულ ოცნებასთან შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამნისტიის შესახებ კანონი, რომლის მიღებაც შეთანხმების ფარგლებში იგეგმება, არ გავრცელდება 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევაზე ბრძანების გამცემებსა და აქციის მონაწილეების დასახიჩრებაში მონაწილეებზე.

ამნისტიის შესახებ კანონის საკუთარი ვერსიების ინიცირებას „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები მიმდინარე კვირაში აპირებენ.

„მიდის პროპაგანდა, თითქოს, ამნისტიის მუხლები გავრცელდება კონვენციით დაცულ მუხლებზე, თვალების დამთხრელებზე, მწამებლებზე, ღირსების შემლახავ ადამიანებზე. ეს გამორიცხულია და ამას არც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი და არც ჩვენი ვერსია ნამდვილად არ ითვალისწინებს“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემაც აღნიშნა, რომ „არავინ აპირებს, ამნისტია ჯალათებს და ბრძანების გამცემებს შეეხოს“.

სამი დღის წინ 20 ივნისის ღამეს დაზარებული აქტივისტები პარლამენტთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ თუ საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდება, საპროტესტო აქციების გამართვას დაიწყებენ.

„ნუ ჩაგვაფურთხებთ სულში იმიტომ, რომ სულში ჩაფურთხებულები თქვენ დაჩებით. ვინ გასცემს პასუხს ლეთოდიანს, ვინ გასცემს პასუხს მაკო გომურს და ვინ გასცემს პასუხს დავით ქურდოვანიძეს. რატომ გვესროლეს, ასე რატომ გაგვიმეტეს ქართველები. 20 ივნისის ღამე ყველამ იცის, რომ არ იყო უბრალო ღამე, რომელიმე პარტიის საწინააღმდეგო. 20 ივნისი ეს იყო ანტისაოკუპაციო აქცია, ჩამოიყვანეს გავრილოვი და ქართველ ერს ფაქტობრივად, თავზე დაგვასვეს“, – განაცხდა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, გიორგი სულაშვილმა.

კიდევ ერთმა დაზარალებულმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მონაწილეობა არ მიიღონ კანონპროექტის რეგისტრაციაში.

„ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ დავებს და გვაქვს სურვილი, რომ ჩვენი უფლებების რეაბილიტაცია მოხდეს და დამნაშავეები დაისაჯონ. არაფრით არ შევეგუებით ამ დამნაშავეების ამნისტიას.

ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ სამშაბათს მოხდეს მიღება და პრეზენტირება ამნისტიის კანონის. ჩვენი აზრით, ეს ამნისტიის კანონი არის, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი უფლების, ასევე, ადგილობრივი სამართლებრივი უფლების დარღვევა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რომელიმე ეპოლიკტიკურ ძალას ქვეყნის შიგნით ან გარეთ, ჰქონდეს მორალური სამართლებრივი და პოლიტიკური უფლება იმის, რომ გადაწყვიტოს საკითხები, რომელიც ეხება უშუალოდ ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა და სამშაბათისთვის მშვიდობიანი აქცია დაანონსა.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, მხარეები ვალდებულები არიან შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (იგულისხმება ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები).

 

ამ თემაზე:

საუბარია, რომ ამნისტია შეეხოს მხოლოდ 3 პოლიციელს – სამადაშვილი

თუ ამნისტიაში მოძალადეებს ჩაწერენ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოთ – მელია ოპოზიციას

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]