weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ქამარი შემოჭერილია იმდენად, რამდენადაც უნდა იყოს, რომ სული არ გაგხდეს – ქარსელაძე

16:59 ორშაბათი, 26 აპრილი 2021

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სახელმწიფო პროგრამა განახლებული რეგიონების დაფინანსების წყაროებზე განმარტება გააკეთა. ირაკლი ქარსელაძის თქმით, პროგრამის პირველი ეტაპი ოთხ წელს მოიცავს და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 500 მილიონი ლარი იქნება.

პროგრამისთვის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ასევე, იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული დაფინანსებაც, თუმცა, როგორც ირაკლი ქარსელაძე ამბობს, საუბარი არ არის ახალი ვალის აღებაზე.

„ამ ეტაპზე ვსაუბრობთ იმ დაფინანსებაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ იქნა მოძიებული სხვადსახვა რესურსების გამოთავისუფლების კუთხით, მათ შორის, საკუთარი რესურსების გამოთავისუფლების კუთხით, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში, აგრეთვე სხვა შესაძლებლობები. ეს არის პირველი ეტაპი. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა ქარსელაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მთავრობამ „ქამრის შემოჭერის პოლიტიკა“ ხომ არ დაიწყო, მინისტრმა თქვა, რომ „ქამარი უკვე შემოჭერილია“.

„ქამარი შემოჭერილია იმდენად, რამდენადაც უნდა იყოს, რომ სული არ გაგხდეს. სამინისტროს მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ შესაძლებლობებს რაც იქნა დაფინანსებული, ამიტომ თავისუფალ სახსრებზე ნამდვილად უსაფუძვლოა რაიმეს საუბარი. საუბარია იმაზე, რომ მოხდა გარკვეული პრიორიტეტების გადალაგება, სწორედ აი, ამ კაპიტალური, ურბანული რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ აღნიშნული პროგრამა სწორედ ახლა დაგვეწყო და ეს დიდი შესაძლებლობა გაგვეჩინა მუნიციპალიტეტებისა და რეგიონებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების განახლების პროგრამა დღეს დააანონსა. მისი თქმით, სხვადასხვა პროექტის განხორციელება დაგეგმილია 63-ვე მუნიციპალიტეტებში. პროექტების შესარჩევად კონკურსები და ტენდერები აპრილშივე გამოცხადდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]