weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ახლა ნიკა მელია უნდა გამოვიდეს სწრაფად და ენმ-ც უნდა შევიდეს პარლამენტში – რურუა

21:07 სამშაბათი, 27 აპრილი 2021

„მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის საფუძველზე გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, შეთანხმების პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და ახლა მნიშვნელოვანია, ციხე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამაც დატოვოს.

„წელიწადნახევარი ციხეში ტყუილად გავატარე, ტყუილი ბრალდებით. ეს დამტკიცდა და მემგონი, ყველასთვის ნათელია. ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ, ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას იმისთვის, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს, მათ ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა რურუამ.

შეკითხვაზე, რას ნიშნავს მისთვის შეწყალება, რურუამ განაცხადა: „ამაზე არ მიფიქრია. მემგონი, უფრო თავისი რაღაც დანაშაული გამოასწორეს. შესაწყალებელი ნამდვილად არ მქონდა. ერთხელ შემომთავაზეს შეწყალება. შემომთავაზეს, რომ მეღიარებინა დანაშაული 8 მარტის შეთანხმების შემდეგ და მე უარი ვთქვი, რადგან თავს დამნაშავედ არ ვცნობ“.

რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, გიორგი რურუას თქმით, ის, რომ მელიას ადგილზე იყოს, ევროკავშირის გირაოს მიიღებდა.

„ნიკასი სრულიად მესმის. ის მართალია. ის პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის. ვუსურვებ, მალე დატოვოს საპატიმრო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება კრიზისის დასაძლევად“, – განაცხადა რურუამ.

მან წამატებას უსურვა იმ დეპუტატებს, ვინც პარლამენტში შევიდნენ.

„ახლა ნიკა უნდა გამოვდეს სწრაფად. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც“, – აღნიშნა გიორგი რურუამ.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მან თქვა, რომ აქტიურ მოქალაქედ დარჩება.

„ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების დროს გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რადგან მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ. რურუას საქმეზე რეაგირების ვალდებულება შევიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც პარტიებმა ხელი 19-20 აპრილს მოაწერეს. შეთანხმების პირველი პუნქტის მიხედვით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

სამართალდამცავებმა რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს, 2020 წლის 30 ივლისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რურუა დანაშაულს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ იარაღი ჩაუდეს, რასაც 2019 წლის ივნისიდან დაწყებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და „მთავარი არხის“ წილის ფლობას უკავშირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]