weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სუს-ის ინფორმაციით, ზაზა გახელაძის საკითხზე დიალოგი შედგა

00:37 ოთხშაბათი, 28 აპრილი 2021
ფოტოზე - კოჩიევი და ანთაძე / ფოტო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არქივიდან ფოტოზე - კოჩიევი და ანთაძე / ფოტო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არქივიდან

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 99-ე შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხზე დიალოგი შედგა.

ირაკლი ანთაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება 27 აპრილის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იყო.

„თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის უპრეცედენტო ჩართულობა, რომელიც გამოიჩინეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, როგორც ზაზა გახელაძის, ისე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქის საკითხთან დაკავშირებით. დიალოგი შედგა, იყო ძალიან საინტერესო, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და რაც მთავარია, დიალოგის გაგრძელებაზე თანხმობაა. ბუნებრივია ჩვენ შევხვდებით ოჯახის წევრებსაც და გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს“, – თქვა ჟურნალისტებთან ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთის შეხვედრაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციას ეგორ კოჩიევი ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა 20 და 23 აპრილს საფრენი აპარატებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევა და ასევე, წნელისთან დაკავშირებული ვითარება იყო.

„ქართული მხარე, მათ შორის საერთაშორისო წარმომადგენლები, ააქტიურებენ გადასასვლელი პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გამარტივების საკითხს. როგორც ცნობილია, გამშვები პუნქტები დაიხურა წნელისის რაიონში უკანონო ქართული საგუშაგოს შექმნის საპასუხოდ.

პირველი ნაბიჯი ამ სიტუაციის მოსაგვარებლად იქნება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ამ უკანონო საგუშაგოს აღება. ვფიქრობ, ამ ნაბიჯის შემდეგ გადაწყდება საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის და სხვა მწვავე ჰუმანიტარული საკითხები“,განაცხადა კოჩიევმა.

ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში ზაზა გახელაძის გარდა, გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი არიან. გახელაძის ოჯახის წევრები, რომლებიც ცხრა თვეზე მეტია მის გათავისუფლებას უშედეგოდ ელიან, საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავენ. მანამდე ისინი პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. 

IPRM-ის ფარგლებში მე-100 შეხვედრა სავარაუდოდ ივნისში გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]