weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

17:15 ხუთშაბათი, 29 აპრილი 2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მოადგილედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს, რომელიც უმრავლესობის კვოტით იყო წარდგენილი. პლენარულ სხდომაზე თალაკვაძის არჩევას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.

არჩილ თალაკვაძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 2019 წლის ივნისში, ირაკლი კობახიძის გადადგომის შემდეგ დაიკავა. ის 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეც გახდა. თალაკავაძემ თანამდებობა ერთი კვირის წინ დატოვა, რის მიზეზადაც ოპოზიციასთან ექვსთვიან მოლაპარაკებებში მონაწილეობა დაასახელა.

„ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება. ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად ირაკლი კუჭავა წარადგინა. ის თანამდებობაზე 27 აპრილს აირჩიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]