სოციალურ ქსელში კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო ბაზიდან გამოიყვანეს ტექნიკა, იყო სროლა, რის გამოც ტყის მახლობლად ხანძარი გაჩნდა.
„აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ასევე, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიორიტიაზე ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.