„შეთანხმება ისტორიული ნაბიჯია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ეს მიზნად ისახავს ხალხთა შორის კონტაქტების განვითარებას ჩვენს ორ მეგობარ ქვეყანას შორის. ეს ასევე არის სიგნალი ჩვენი ბიზნეს საზოგადოებისთვის, რომ თანამშრომლობის კარი ღიაა“, – აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც. ადმინისტრაციის ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის ვიზის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას.

 
			 
		
		 
	       
	       
	      






























 
					 
					 
					 
					 
					 
					 
 