weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი გახარიასთან მეგობრობის ბრალდებით სამსახურიდან მიშვებენ – ლაშა გვასალია

10:52 ოთხშაბათი, 12 მაისი 2021

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის აპარატის უფროსის, ლაშა გვასალიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ თანამდებობიდან მის გათავისუფლებას ითხოვს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო.

„გაოგნებული ვარ. „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ყველაფერი მისცა ჩემმა ოჯახმა, ვისთვისაც იმდენი გავაკეთე, ჩამოთვლაც რომ შეუძლებელია, ვისი ერთგულიც ამ წუთამდე ვარ, მოითხოვა ჩემი სამსახურიდან გაშვება (გუბერნატორს თხოვენ დაჟინებით, ბრძანებით გამიშვას, არადა არაფერი დამიშავებია). ბრალდება - გიორგი გახარიასთან მეგობრობა.

ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იცის ვინ დააფუძნა სამეგრელოში „ქართული ოცნება“, ვინ შექმნა პირველადი ორგანიზაციები, ვინ ხელმძღვანელობდა საარჩევნო შტაბს არაერთგზის და წარმატებულად?“, – აცხადებს გვასალია.

მისივე თქმით, მთელი ცხოვრება „ბიძინა ივანიშვილის და მისი ბრწყინვალე ოჯახის მადლიერი“ იქნება.

„დანერჩენებს მოგხედავთ! ჯერაც ვერ წარმოგიდგენიათ, პარტიაში შეყუჟულო წრუწუნებო, რა დაგემართებათ!“, – წერს სოციალურ ქსელში გვასალია.

ლაშა გვასალია, რომელიც მანამდე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, 2015 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის აპარატის უფროსად დაინიშნა. მან თანამდებობა 2018 წელს დატოვა. 2019 წელს გვასალია გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს, 2020 წლიდან კი კვლავ აპარატის უფროსი იყო.

გიორგი გახარიას მხარდაჭერის გამო გუშინ ხუთი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა დატოვეს თანამდებობა. ისინი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მერის მხრიდან ზეწოლის შედეგად მიიღეს. სამეგრელოში უკვე ვაკანტურია ფოთის, სენაკისა და მარტვილის მერის მოადგილეების თანამდებობები. ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ „რეგინფოსთან“ უარყო, რომ ორ მოადგილეს გადადგომა სთხოვა. როგორც კურდღელია ამბობს, მათ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეს.

 

ამ თემაზე:

მერის მოადგილეებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ – ხოჯევანიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]