weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის რწმენა აყალიბებს ქართველთა თვითმყოფადობას – პრემიერი

13:17 ოთხშაბათი, 12 მაისი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლებას ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაული მიულოცა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 12 მაისს აღნიშნავს.

გავრცელებულ განცხადებაში ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა დემოკრატიის პოლიტიკურ და სამართლებრივ პრინციპებთან ერთად, ჩვენს სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს უნდა დაეფუძნოს.

„ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენა ორი ათასწლეულია საფუძვლად უდევს ამ ფასეულობებს, აყალიბებს ქართველთა თვითმყოფადობას, განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას და კულტურას.

2018 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ სიხარულით გაიზიარა კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა და 12 მაისი - წმინდა ანდრია მოციქულის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამაარსებლის ხსენების დღე, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

მჯერა, რომ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებთან დაბრუნების ეს სიმბოლური გადაწყვეტილება უდიდესი მნიშვნელობისაა ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის“,
– აღნიშნავს ღარიბაშვილი.

12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული. შრომის კოდექსით, 12 მაისი განმარტებულია შემდეგნაირად: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის − წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე − იმედის დღე;

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]