„ლელოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფრაქციის შექმნის მთავარი მიზანია შარლ მიშელის დოკუმენტის სრულ იმპლიმენტაციაზე ზრუნვა.
„ფრაქციის შექმნის მიზანია, რომ ჩვენი საქმიანობა პარლამენტში უფრო ეფექტური გავხადოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც დამატებით ეძლევა ფრაქციას. იმედი გვაქვს, ჩვენი ძალისხმევა მოგვცემს საშუალებას, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებები გავხადოთ უფრო დაახლოებული ქვეყნის სჭიროებასთან, ჩვენი თანამოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან და რაც მთავარია, ფრაქციის შექმნის მიზანია, შარლ მიშელის დოკუმენტაციის სრულ იმპლიმენტაციაზე ზრუნვა, რადგან იმ პუნქტების განხორციელება, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის დოკუმენტით, არის ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის უმნიშვნელოვანესი საფუძველი“, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.