weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„ლელომ“ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს

13:47 ხუთშაბათი, 13 მაისი 2021

პარტია ლელოს წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ შექმნეს. ფრაქციაში გაწევრიანებული არიან: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი.

„ლელოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფრაქციის შექმნის მთავარი მიზანია შარლ მიშელის დოკუმენტის სრულ იმპლიმენტაციაზე ზრუნვა.

„ფრაქციის შექმნის მიზანია, რომ ჩვენი საქმიანობა პარლამენტში უფრო ეფექტური გავხადოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც დამატებით ეძლევა ფრაქციას. იმედი გვაქვს, ჩვენი ძალისხმევა მოგვცემს საშუალებას, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებები გავხადოთ უფრო დაახლოებული ქვეყნის სჭიროებასთან, ჩვენი თანამოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან და რაც მთავარია, ფრაქციის შექმნის მიზანია, შარლ მიშელის დოკუმენტაციის სრულ იმპლიმენტაციაზე ზრუნვა, რადგან იმ პუნქტების განხორციელება, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის დოკუმენტით, არის ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის უმნიშვნელოვანესი საფუძველი“, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]