weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცესკოს ორი თავმჯდომარიდან ერთს ოპოზიცია წარადგენს – ცვლილებების პროექტი

11:24 სამშაბათი, 18 მაისი 2021

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები იყვნენ გაწევრიანებული, მუშაობა დაასრულა. მომზადდა ცვლილებების პროექტი, რომელიც მიმდინარე კვირაში ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტის მიღება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იგეგმება.

„ჩვენ ყველა საკითხზე, რაც შეეხებოდა 19 აპრილის შეთანხმებას, შევთანხმდით. ძირითადი საკითხი იყო ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი და ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ იქნება ორი მოადგილე პროფესიული და ოპოზიციის მიერ დასახელებული. იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარე ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ოპოზიციური წევრების მიერ დასახელებული კანდიდატი შეასრულებს მის მოვალეობას“, – განაცხადა სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, მხარეებმა შეათანხმეს ისეთი საკითხებიც, რომლებიც საარჩევნო პროცედურას გააუმჯობესებს: „ყველა შემთხვევაში ეს არის უფრო მეტი, ვიდრე შეთანხმებული იყო 19 აპრილის დოკუმენტში“.

პარტია „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე გაგრძელდება.

„დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადმოდგა რიგი შემხვედრი ნაბიჯები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ვაყენებდით და ეს პოზიტიური განვითარებაა. ეს დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ. ჩვენ ვაგრძელებთ განხილვას და პარლამენტში საშუალება იქნება ცვლილებების პროექტი პირველი და მეორე მოსმენით განვიხილოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საარჩევნო რეფორმის განხორციელებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს, რომელსაც ხელი „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მოაწერეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]