weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პრემია-დანამატი 13–ჯერ აიღო

11:21 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა შავაძემ 2016 წელს 55 111 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო. ძირითად ხელფასთან ერთად, რომლის წლიური ოდენობაც 27 000 ლარია, მან 13-ჯერ აიღო პრემია და დანამატი, სულ 28 111 ლარი.

გოჩა შავაძე ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2014 წლის ივლისში აირჩიეს. მანამდე ადვოკატად მუშაობდა. სხვადასხვა დროს მსახურობდა ფინანსურ პოლიციასა და უშიშროების სამსახურში, მინიჭებული აქვს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება. 

ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 2 250 ლარია, ანუ მისი წლიური ოდენობა 27 000 ლარს შეადგენს. თუმცა, ფაქტობრივად, გოჩა შავაძის ანაზღაურებამ 2016 წელს შეადგინა ხელფასის ორმაგ ოდენობაზე მეტი - 55 111 ლარი, ე.ი. თვეში საშუალოდ 4 592 ლარი. მხოლოდ ერთ წელიწადში, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ 13-ჯერ მიიღო პრემია და დანამატი, აქედან 12-ჯერ ხელფასის სრული ოდენობით, საერთო ჯამში 28 111 ლარი. 

„რეგინფომ“ გამოარკვია, რომ გოჩა შავაძე სოლიდურ პრემია-დანამატებს მანამდეც იღებდა. კერძოდ, 2015 წელს მან 11 პრემია და დანამატი აიღო, რომლის ოდენობამ 24 434 ლარი შეადგინა, ძირითად ხელფასთან ერთად კი 51 434 ლარი. 

გოჩა შავაძის მეუღლე ხათუნა გოგაშვილი უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობს. 2016 წელს მისი სახელფასო ანაზღაურება 31 577 ლარი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]