weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

„არჩევნებში დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ“ – ქართული ოცნება ბათუმში პარტაქტივს შეხვდა

17:31 შაბათი, 22 მაისი 2021

„ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და კახა კალაძე აჭარაში, ქალაქ ბათუმში პატიის წევრებს შეხვდნენ. როგორც მათ განაცხადეს, პარტიის აქტივთან წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმაზე ისაუბრეს.

„არჩევნებისთვის მზადება დავიწყეთ. ჩვენი მთავარი მესიჯი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ არჩევნებამდე და ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ.

მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ რაც ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს რეალურად აწუხებს, ამ პრობლემების გადაჭრაზე ვიყოთ მომართული და არა რაღაც უშინაარსო, უსაგნო დებატებსა და გაუთავებელ კინკლაობაში დავხარჯოთ დრო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტიულ აქტივთან შეხვედრაში აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მთავრობის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ „პირველივე ტურებში ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევენ“.

„მნიშვნელოვანია, რომ თადარიგი უკვე დავიჭირეთ, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ იმ შედეგებს, რაც გვქონდა, მათ შორის, წინა არჩევნებში. უკვე დაწყებულია კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ეს არჩევნები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]