weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება – პრემიერი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე

17:55 კვირა, 23 მაისი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე აქციას, სადაც რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებას აპროტესტებენ. ღარიბაშვილის თქმით, აქციების მეშვეობით პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

„ჩვენს ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მთავარ მოთხოვნებს შორისაა კომპანია „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიონის ხეობის დატოვება, ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადება და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ნამახვანჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში იყვნენ ჩართული.

აქციის ორგანიზატორმა და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე აძლევენ ვადას იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]