weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

10:47 ორშაბათი, 24 მაისი 2021

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათელა თურნავას მოადგილედ დაინიშნა. ის სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მარიამ ქვრივიშვილი, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, პარლამენტის წევრი გახდა. ის დღემდე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ, ქვრივიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება.

„საქართველოს პარლამენტში არჩევამდე, 2019-2020 წლებში მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა 2012-2014 წლებში, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ტუროპერატორი კომპანია „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი და, ამავდროულად, ავიაკომპანიის flydubai რეგიონალური მენეჯერი იყო.

მარიამ ქვრივიშვილის დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი და გავლილი აქვს ბიზნეს ადმინისტრირების კურსი Berkeley უნივერსტეტეტში“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]