weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მსვლელობა დღეს 16:00 საათიდან დაიწყება

10:59 სამშაბათი, 25 მაისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებიც უწყვეტ აქციას მესამე დღეა თბილისში აგრძელებენ, მსვლელობას დღესაც გამართავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რესპუბლიკის მოედანზე მხარდამჭერებს 16:00 საათზე ელოდებიან.

„16:00 საათზე გავაჟღერებთ სცენიდან, რა მიმართულებით დავიწყებთ მსვლელობას და რა გადაიკეტება დღეს. ზოგადი გეგმა რომ გითხრათ, არის ის, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი ძირითადი მოთხოვნები.

რაც შეეხება ულტიმატუმის ენას, თქვენ იცით, რომ უკვე 211 დღე გავიდა ჩვენი პროტესტის დაწყებიდან, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეფასება არაადეკვატურია. ჩვენ ულტიმატუმის ენით რომ გვესაუბრა, ეს პროცესი აქამდე არ მივიდოდა.

უბრალოდ მათ ამოწურეს ყველანაირი სივრცე დიალოგის, თავად მიგვიყვანეს ამ მდგომარეობამდე, პროტესტის ამ ფორმებამდე, ამიტომ ჩვენ არ დაგვრჩენია სხვა არაფერი, თუ არა გაერთიანება, ვგულისხმობ საზოგადოებას და ჩვენი გაერთიანებული ძალებით ბრძოლა ამ უსამართლობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი ითხოვენ, რომ ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამახვანჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]