weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბლოკირება ტურისტების, ეკონომიკის გახსნის მოლოდინში აბსოლუტურად მიუღებელია – თურნავა

15:26 სამშაბათი, 25 მაისი 2021

„ნამახვანჰესთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორო ის, რასაც ჩვენ ვამბობთ – ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა, კონკრეტული საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის პროეტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნამახვანჰესის პროექტსა და მიმდინარე პროტესტზე.

ნათელა თურნავას თქმით, „დიალოგი თავად პროექტს და ენერგეტიკის დარგზე საუბარს არ უნდა გადასცდეს, რადიკალიზმში არ უნდა გადავიდეს“.

„კვლავაც ვადასტურებ, რომ შექმნილია კარგი, ძალიან საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს, ექსპერტების თანდასწრებით უნდა განიხილებოდეს. ეს არის ექსპერტთა საბჭოს შექმნის მოწოდება და ყველა კვლევის განხილვა. ეს არის საერთაშორისო მედიატორები და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორის ჩართულობით პლატფორმა. ასევე, ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი შტო მზადაა, რომ კონკრეტულად, საქმიანად სამუშაო ჯგუფებში, კონკრეტულ ექსპერტებთან, წარმომადგენლებთან, ნებისმიერი საკითხი განიხილოს.

ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება ქუჩაში ბლოკირებით, პარალიზებით და ა.შ., რაც ტურისტების, ეკონომიკის გახსნის მოლოდინში არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა თურნავამ.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობაში შვიდთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპროტესტო აქციამ 23 მაისს თბილისში გადმოინაცვლა. ამ დრომდე აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედანზე კარვები აქვთ გაშლილი და დღეს მეორე საპროტესტო მსვლელობის გამართვას აპირებენ.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები ითხოვენ, რომ ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამოხვანის ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]