weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

დევნილების აფხაზეთში დაბრუნების საკითხი დახურულია – ბჟანია

16:39 სამშაბათი, 25 მაისი 2021

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, დევნილების აფხაზეთში დაბრუნების საკითხი ადრე იდგა, თუმცა ახლა დახურულია. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტმა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ჩვენთან ქართველები ძირითადად გალის რაიონში ცხოვრობენ, მათი რაოდენობა დაახლოებით 45 ათასია. უმეტესობას არ აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა, მაგრამ ისინი ისე ცხოვრობენ, როგორც ყოველთვის ცხოვრობდნენ. შეგახსენებთ, რომ ოდესღაც ისმებოდა ქართული მხრიდან დევნილების დაბრუნების შესახებ საკითხი. ახლა ეს საკითხი დახურულია“, – განაცხადა ბჟანიამ.

1989 წლის სტატისტიკურ მონაცემებით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მოსახლეობის 45.7%-ს ეთნიკურად ქართველები შეადგენდნენ, მათგან ყველაზე მეტი (74 712 ადამიანი) გალის რაიონში ცხოვრობდა. 1992-93 წლების სამხედრო კონფლიქტის შედეგად 350 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთი და დევნილად იქცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]