weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

არ მახსოვს კაბალურ პირობებზე გვესაუბროს – სარჯველაძე ნამახვანჰესის კონტრაქტის დასკვნაზე

19:15 სამშაბათი, 25 მაისი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა და იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების პროექტზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით. დასკვნას, რომელიც 2019 წლის 30 მარტით თარიღდება, მისი ხელმოწერა აქვს.

მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ ეს სტანდარტული დოკუმენტია, რადგან როდესაც მთავრობა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას დებს, იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივ ექსპერტიზას ახორციელებს და რჩევებს გასცემს, თუმცა მათი გათვალისწინება ყოველთვის ვერ ხერხდება.

„ასეთი ტიპის ხელშეკრულებებზე დასკვნა ხშირად გაიცემოდა, ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ უარყოფითი. ეს მუდმივად ხდებოდა. ამიტომ, მიჭირს კონკრეტული დეტალების აღდგენა.

რაც არის იქ საკითხები, იქნებოდა რჩევა მიცემული, რომლის შედეგადაც უნდა მომხდარიყო საკითხებზე მოლაპარაკება და ამის მიხედვით ხელშეკრულების ცალკეული პირობების აწონ-დაწონვა. მოლაპარაკების პროცესზე იქნებოდა დამოკიდებული ყველა ამ შენიშვნისა და რეკომენდაციის გათვალისწინება - არ გათვალისწინების საკითხი. უცნაური ამაში არაფერი არ არის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, უნდა ინახოს, სამინისტროს რჩევებიდან მოგვიანებით რა იქნა გათვალისწინებული და რა არა. კითხვაზე, იყო თუ არა ხელშეკრულება კაბალური, სარჯველაძემ თქვა, რომ ასეთი შეფასება არ ახსოვს.

„არ მახსოვს, რომ კაბალურ პირობებზე გვესაუბროს. იყო პირობები, რომელიც მოგვეჩვენა, რომ შეიძლება ყოფილიყო მოლაპარაკების პროცესში, მაგალითად ერთი მხარისგან ან მეორე მხარისგან დასათმობი. ვფიქრობ, ჩვენი რჩევა იყო კორექტული, 22 შენიშვნის ავტომატურად და მექანიკურად გათვალისწინება ვერ ხერხდება ხოლმე მოლაპარაკების პროცესში, ეს გასათვალისწინებელია.

როდესაც არის რჩევა და ერთი უწყება ეუბნება მეორეს, რომ ეს ასე კი არა, ასე უნდა იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად ასე გამოვა. ხელშეკრულება არ არის პროცესი, როდესაც ერთ მხარეს ყოველთვის შეუძლია, მეორეს უკარნახოს პირობები. ეს თანხმდება.

შეთანხმების საგანია ის რეკომენდაციები, რომლებიც გაიცა, ყველა მათგანის გათვალისწინება ვერ მოხერხდებოდა, თუმცა, ვფიქრობ, კარგი იქნებოდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიმდინარე წლის 24 აპრილს, მას შემდეგ, რაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან დიალოგის დაწყებაზე შეთანხმება არ შედგა და მთავრობამ რიონის ხეობაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები არ შეაჩერა, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლა დაავალა.

გამოცემა „მთის ამბებმა“ მოიპოვა და დღეს გამოაქვეყნა ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 30 მარტის დასკვნა, რომელიც, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტროს ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს. დასკვნა 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს და მთავრობას სწორედ იმ საკითხების შეცვლისკენ მოუწოდებს, რომლებიც ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკის მთავარი საფუძველია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]