weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ირაკლი ღარიბაშვილი 1-ელ ივნისს თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

12:56 ოთხშაბათი, 26 მაისი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველ ივნისს თურქეთში გაემგზავრება, სადაც თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება. ამის შესახებ საუბარია მისალოც წერილში, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისწერა.  

„მოხარული ვარ, რომ 2021 წლის 1-ელ ივნისს, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის დროს გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები“, – აღნიშნულია ერდოღანის წერილში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტი მისალოც წერილში გამოთქვამს რწმენას, რომ ორი ხალხის მეგობრობა, ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, მომავალშიც გაგრძელდება.

„თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მწამს, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს შორის არსებული ყოველდღიურად მზარდი ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხში“, – აღნიშნულია თურქეთი პრეზიდენტის წერილში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]