weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

წამითაც ეჭვი რომ მეპარებოდეს ნამახვანჰესის საჭიროებაში, მინისტრი არ ვიქნებოდი – თურნავა

16:09 ოთხშაბათი, 26 მაისი 2021

„ერთი წამითაც ეჭვი რომ მეპარებოდეს იმაში, რომ საქართველოს ძლიერი, დამოუკიდებელი... ეკონომიკურად გაძლიერებული საქართველოს ინტერესი გადის დამოუკიდებელ ენერგეტიკაზე და ამისთვის ნამახვანის სტრატეგიული პროექტი საჭიროა, მე აქ, თქვენს წინაშე არ ვიდგებოდი როგორც მინისტრი“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან.

ნათელა თურნავას გადადგომას და მის, როგორც ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ითხოვენ. მათ მთავარ მოთხოვნებს შორისაა ისიც, რომ „ენკა რინიუებლზთან“ ხელშეკრულება გაწყდეს და კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს. 

„სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ნამახვანი იყოს უფრო კარგად გათვლილი და უსაფრთხო პროექტი. ამაზე ჩვენ ვმუშობთ მოსახლეობასთან ერთად. მზად ვართ, ვიმუშაოთ რიონის ხეობის მცველებთან, აქტივისტებთან იმაზე, რომ ეს პროექტი იყოს საბოლოოდ ისეთი, რომელიც არანაირ კითხვას აღარ იწვევს. ამისთვის ჩვენ ორი ძალიან კარგი პლატფორმა შევთავაზეთ. ერთი ეს არის ევროკავშირის ჩართულობით და მეორე – ექსპერტთა საბჭოს შექმნით.

ასეთი საკითხები წყდება ექსპერტების ჩართულობით. არ შეიძლება სეისმიკაზე, მიწისძვრებზე, კაშხლების მდგრადობაზე ვიმსჯელოთ მეგაფონებით და აქციების დროს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისიდან რიონის ხეობაში დაბრუნდებიან. ისინი აპირებენ ხეობაში შესასვლელი გზები გადაკეტონ და ინვესტორ კომპანიას სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში ხელი შეუშალონ.

„როდესაც დღევანდელი აქცია დამთავრდება, კოლონით დავიძვრებით რიონის ხეობაში. ჩვენ აუცილებლად გადავკეტავთ ხეობაში შესასვლელ გზას კომპანიის მანქანებისთვის. მთავრობას შეუძლია, იმ წუთამდე შეასრულოს მოთხოვნები, ვიდრე ჩვენ გზას გადავკეტავთ. ჩვენ არ ვართ მოტივირებული, რომ სადღაც გზები ვკეტოთ. ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ შესრულდეს მოთხოვნები“, – განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]