weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ახმეტა-თელავის ყოფილი მაჟორიტარი, გელა სამხარაული პარლამენტის წევრი გახდა

15:13 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე ყოფილი დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის ადგილმონაცვლის, გელა სამხარაულის უფლებამოსილება ცნო.

სესიაშვილი ცოტა ხნის წინ დაინიშნა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად, რის გამოც დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

გელა სამხარაული მეცხრე მოწვევის პარლამენტში (2016-2020 წლები) „ქართული ოცნებიდან“ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ხოლო მერვე მოწვის პარლამენტში (2012-2016 წლები) – თელავის მაჟორიტარი. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სამხარაული „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში 62-ე ნომერი იყო (სესიაშვილი 27-ე). პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 60 დეპუტატი შეიყვნა შეძლო. მას შემდეგ, რაც სიის პირველი ნომერი – გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა, ის 61-ე ნომერმა, ლევან მგალობლიშვილმა შეცვალა, სესიაშვილის დანიშვნის შემდეგ კი მისი უფლებამონაცვლე სიის 62-ე ნომერი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]