weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არ მგონია, რომ ოქტომბერში ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას – წულუკიანი

11:08 პარასკევი, 28 მაისი 2021

„თვითონ „ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნებისთვის და არ მგონია, რომ მომავალ ოქტომბერში, პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც გაიმართება, ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას. ასე ვიტყოდი“, – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა კომენტარი გააკეთა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 29 მაისს გაიმართება.

„შეიძლება, როდესაც დატოვებ მაღალ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, გქონდეს გარკევული ილუზია იმისა, რომ უკან, სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული. იმ წარმატებისთვის მას მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და ძალიან ბევრი შრომა. ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ძალიან რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მის გარშემო ჯერჯერობით ვერ ვხედავ. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და შემდეგ კომენტარებიც გაკეთდება. მთავარია არის ჩვენი გეგმა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ეს არჩევნები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]