„ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“ – აცხადებს აბაშიშვილი.
გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია ხვალ, 29 მაისს გაიმართება.
გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა, როდესაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო. მან თანამდებობა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევისთანავე, საკუთარი განცხადებით დატოვა. აბაშიშვილი, 2014-2015 წლებში, ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იყო.