weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანა დოლიძე ნამახვანჰესზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

18:52 პარასკევი, 28 მაისი 2021

პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას სახელზე განცხადება შეიტანა, რომლითაც ნამახვანჰესის პროექტზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

დოლიძის თქმით, საგამოძიებო კომისია საუკეთესო ფორმატია იმისთვის, რომ პროექტის ხელშეკრულებაზე სიმართლე გაირკვეს.

„ხალხს აქვს ძალიან ბევრი კითხვა ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ ამ ხელშეკრულების დადებისთვის ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას.

ყველა ფრაქციას, მათ შორის, ოპოზიციურ ფრაქციას, შეუძლია მოითხოვოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. ოპოზიციას საგამოძიებო კომისიაში უნდა ჰყავდეს უმრავლესობა, რის საშუალებასაც რეგლამენტი იძლევა. ამიტომ, ვფიქრობ, პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციურ ფრაქციებს შეუძლიათ აიღონ ხელში ბერკეტები და შექმნან პროცესი, რომლის მეშვეობითაც დავადგენთ სიმართლეს ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დოლიძის მოთხოვნასთან დაკავშირებით თქვა, რომ ოპოზიციას შეუძლია ინტერპელაციის წესით შეკითხვები გაუგზავნოს შესაბამის მინისტრებს და მოისმინოს მათი პასუხები.

„ამ ეტაპზე, საკითხის გარკვევის დაწყება პირდაპირ საგამოძიებო კომისიით ცოტა უფრო პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მიზნით გადადგმული ნაბიჯია, ვიდრე რეალურად საქმეში ჩახედვისთვის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

დღეს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში კიდევ ერთი ინიციატივა გაჟღერდა – ფრაქცია „ლელომ“ დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტებს მოუწოდა, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს, რომელსაც ეკონომიკის, იუსტიციის და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე, პროექტის მოწინააღმდეგეები დაესწრებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]