weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გიორგი გახარიას მეუღლემ 2020 წელს პარიზში ბინა 472 400 ევროდ შეიძინა

12:05 შაბათი, 29 მაისი 2021

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მეუღლემ, მარიკა ფანცულაიამ 2020 წელს საფრანგეთში, პარიზში 83 კვ.მ ფართობის ბინა შეიძინა, რისთვისაც 472 400 ევრო გადაიხადა. ნასყიდობა ასახულია გიორგი გახარიას 2020 წლის ქონებრივ დეკლარაციაში.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ მარიკა ფანცულაიამ უძრავი ქონება ოჯახის დანაზოგით შეიძინა, რომელიც დეკლარირებულია 30.05.2017–30.05.2020 წლებში გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციებში.

გარდა ამისა, გასულ წელს გიორგი გახარიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში 2290 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მთლიანი ღირებულება 85 000 ლარია. იქვე მითითებულია, რომ საფასურის გადახდა განვადებით (3 ეტაპად) ხდება და 2020 წელს 25 000 ლარი იქნა გადახდილი.

რაც შეეხება შემოსავლებს, გიორგი გახარიამ ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2020 წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრად მუშაობისთვის 41 004 ლარი მიიღო, ხოლო მარიკა ფანცულაიამ, რომელიც „ავერსის“ ცენტრალურ კლინიკაში ექიმ-ბაქტერიოლოგად მუშაობს, 11 084 ლარი გამოიმუშავა. მარიკა ფანცულაიას შემოსავლად ასევე მითითებულია დეპოზიტის წლიური საპროცენტო სარგებელი 20 309 აშშ დოლარის ოდენობით. 

გიორგი გახარია დღეს ახალ პარტიას „საქართველოსთვის“ აფუძნებს. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე იკავებდა. 2017-2019 წლებში გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი, 2016-2017 წლებში ეკონომიკის მინისტრი, ხოლო 2013-2016 წლებში ბიზნესომბუდსმენი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]