„გიორგი ხოჯევანიშვილი – საერთაშორისო სამართლის მაგისტრი და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. ის გახლდათ შიდა ქართლის გუბერნატორი და მან რეგიონისთვის და ქვეყნისთვის ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა.
ნათია მეზვრიშვილი – გამოცდილი იურისტი, რომელმაც განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ აშშ-ში მიიღო. ნათიას გამოვლილი აქვს საჯარო სამსახური რიგითი საფეხურიდან მაღალ თანამდებობამდე და რაც მთავარია, მისი ხელმძღვანელობით მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა;
გიორგი შარაშიძე – ჟურნალ „ანტრეპრენერის“ მთავარი რედაქტორი. გიორგი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებასში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ბიზნეს განათლების და ინოვაციური განათლების მხარდამჭერი და განმავითარებელი ქვეყანაში. გიორგიმ 21 წლის წინ დააფუძნა ინგლისურენოვანი გაზეთი „ჯორჯია თუდეი“ და დღემდე წარმატებით აგრძელებს მედია ბიზნესში მოღვაწეობას, როგორც რამდენიმე საერთაშორისო ბრენდული გამოცემის წარმომადგენელი საქართველოში. გიორგი მანჩესტერის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის მაგისტრია.
კახაბერ ქემოკლიძე – კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე. ბევრი თქვენგანი მას იცნობს როგორც უსაფრთხოების სფეროს და საერთაშორისო პოლიტიკის გამორჩეულ პროფესიონალსა და პრაქტიკოსს. ის არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი და საჯარო მოხელე. მრავალი წილის განმავლობაში ღირსეულად იცავდა ქვეყნის პოზიციებს ისეთ რთულ და მნიშვნელოვან ფლანგზე, როგორიც არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით.
ანა ბუჩუკური – სამართალმცოდნე, დოქტორანტი, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. აქვს სამართალშემოქმედების და ადამიანის უფლებების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება. ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჩვენი ვარსკვლავი.
მიხეილ დაუშვილი – კორპორატიული სამართლის სპეციალისტი, კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის სერიოზული გამოცდილებით, მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ბიზნესომბუდსმენი, რომელმაც უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პანდემიის პერიოდში ბიზესსა და სახელმწიფოს შორის სწორი, სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაციის ნაწილში.
ბექა ლილუაშვილი – დღეს ქვეყანაში არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მაკროეკონომისტი. მიუხედავად მისი ახლაგაზრდა ასაკისა, აქვს უდიდესი გამოცდილაება ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკების შეფასების, ეკონომიკური განვითარების შეფასების და ოპერატულ დონეზე, ის, როგორც ჩემი ეკონომიკური მრჩეველი, აქტიურად იყო ჩართული ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში.
რუსუდან თევზაძე – განათლებისა და კულტურის სფეროში თეორიული და პრაქტიკული მუშაობის მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილებით, მათ შორის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. რუსუდანს ასევე აქვს საერთაშორისო პროექტების მართვის სერიოზული და ძალზედ ეფექტური გამოცდილება.
ალექსანდრე მოწერელია – წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც ქვეყნის და თავისი კუთხის სიყვარულით, გადაწყვიტა საჯარო სექტორში შემოედგა ნაბიჯები. დიდი ხანია ცდილობს დაგვისხლტეს ხელიდან, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის. უაღრესად კეთილსინდისიერი და ეფექტური მენეჯერი.
ბერდია სიჭინავა – გამოცდილი იურისტი, საჯარო სამსახურის კეთილსინდისიერების განსახიერება, ქვეყნის მსახურების ეტალონი და ერთ-ერთი ყველაზე კეთილსინდისიერი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ჩვენი გუნდიდან ემსახურება სამშობლოს და სახელმწიფოს.
შალვა კერესელიძე – 25 წელია გახლავთ პროფესიონალი საჯარო მოხელე. მისი ბოლო სამსახური გახლდათ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობა, მთის და მთის ხალხის უაღრესად დიდი ქომაგი, კეთილსინდისიერების და უმანკო მსახურობის განსახიერება.
კოტე ანანიაშვილი – წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში ღირსეული პოლიციელი, ღირსეულად ემსახურებოდა საქართველოს და სამშობლომ ეს დაუფასა – რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ის ღირსების ორდენით დააჯილდოვა სტრასბურგის სასამართლოში საქართველო-რუსეთის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო.
გიგა ფარულავა – სამართალმცოდნე, წლების განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში, ბოლოს იყო ზუგდიდის მერის მოადგილე. ადამიანი, რომელმაც ზედმიწევნით იცის თავისი რეგიონის პრობლემები და რომელმაც ადგილზე შრომით დაიმსახურა, ემსახუროს უკვე საქართველოს და არა მხოლოდ მის რეგიონს.
გიორგი გოგუაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ახალგაზრდა დოქტორანტი. გიორგი გოგუაძე სხვადასხვა სფეროში, უსაფრთხოების საკითხებში დღეს ბევრგან კითხულობს ლექციებს, არის უაღრესად მაღალი დონის პროფესიონალი, მისი კომპეტენცია აღიარებულია მრავალმხრივ და ბევრ სხვადასხვა სფეროში. მას გამოარჩევს ღირსება, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ემსახურო სამშობლოს და სახელმწიფოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.