weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ გაიზრდება – ღარიბაშვილი

14:42 სამშაბათი, 01 ივნისი 2021

სოციალურად დაუცველი ბავშვები პირველი ივლისიდან სახელმწიფოსგან 50 ლარის ნაცვლად 100 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ბავშვების სიღარიბის შესამცირებლად მთავრობამ მიზნად დაისახა სოციალური პოლიტიკის „მკვეთრი გაუმჯობესება“.

„ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების, განვითარების, თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შორს ვართ სასურველი ვითარებისგან. კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა შორის სიღარიბე. პრობლემა განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს პანდემიის პირობებში.

ჩვენი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან ორჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად - 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

მთავრობის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, პროგრამის დასაფინანსებლად კი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]