weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში – ერდოღანი

10:33 ოთხშაბათი, 02 ივნისი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ღარიბაშვილმა და ერდოღანმა განცხადებები გააკეთეს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. როგორც მან აღნიშნა, თურქეთი უკვე 14 წელია, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და მიზნად დაისახეს, რომ უმოკლეს დროში სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი 3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს.

„თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების მიმართულებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები. ამასთანავე, მტკიცედ ვმუშაობთ ჩვენი სავაჭრო პოტენციალის გაზრდისთვის და ამ კუთხით საბაჟო მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე.

როგორც ენერგეტიკის სფეროში, ასევე ყველა სხვა სფეროში საქართველოში განხორციელებულია თურქული ინვესტიციები, რომლის მოცულობა 214 მილიონი აშშ დოლარია.

ჩვენ საქართველოსთან გვაქვს დიდი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს. ერთ-ერთი ასეთია სტრატეგიული პროექტი სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელზეც ჩვენ ეს პლატფორმა შევქმენით. დამაკავშირებელი მექანიზმებისა და სხვადასხვა კომბინირებული დერეფნების საშუალებით, ჩვენ წამოწყებული გვაქვს მრავალმხრივი თანამშრომლობა. აღნიშნულის ფარგლებში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვახორციელეთ დერეფანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნად წოდებული, რომელიც თურქეთის გავლით, კავკასიიდან და კასპიის ზღვიდან გვაკავშირებს ჩინეთთან.

აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტვირთების გადაზიდვას ახდენს, როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ასევე რუსეთიდანაც. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, როგორ უნდა გავზარდოთ ეს სარკინიგზო მაგისტრალი, „მარმარაის“ გვირაბის გამოყენების საშუალებით“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებიც განიხილეს: „განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნეთ „ფეტოს“ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის საკითხი“.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. 

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი სურვილია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებითაც.

„თურქეთი საქართველოს ხედავს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს. ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც განამტკიცებს და გაზრდის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობას. აღნიშნულის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ, თურქეთი, მხარს ვუჭერთ ყველანაირ სამმხრივ თანამშრომლობას, იქნება ეს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი თუ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წელს გაიმართოს უმაღლესი სტრატეგიული საბჭოს სხდომა.

„არსებული მექანიზმების გამოყენებით, ჩვენ განვაგრძობთ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას. ამ განწყობით მე იმედს გამოვთქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხედულებები და შეხვედრა ხელს შეუწყობს და განავითარებს ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში უკვე დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]